მათე ცინცაძე "პოგონის" ფეხბურთელია

4-01-2017, 15:14

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" უკვე ყოფილი ნახევარმცველი მათე ცინცაძე კარიერას პოლონურ "პოგონში" გააგრძელებს. ინფორმაცია "პოგონის" ოფიციალურმა საიტმა უკვე დაადასტურა.

ცინცაძემ ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტზეც მოაწერა ხელი. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი "პოგონში" 3.5 წელი დარჩება და 8 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მათე ცინცაძე 1995 წლის 7 იავარს ქალაქ ფოთში დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო, ხოლო საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ის 2014 წელს შეუერთდა.


საინტერესო

  • beka10
  • 4 იანვარი 2017 15:15
წარატებები მათე!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით