"რეალის" 50 მილიონი, თუმცა უარი "ტოტენჰემისგან"

4-01-2017, 15:46

მადრიდის "რეალი" ტოტენჰემის ახალგაზრდა ინგლისელი ნახევარმცველის დელი ალის შეძენითაა დაინტერესებული და მის სანაცვლოდ ლონდონელებს 50 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა "დეზები" აცხადებენ, რომ საკუთარ ფეხბურთელს არანაირ ფასად არ შეელევიან.

ჩემპიონთა ლიგის მოქმემედ გამარჯვებს იანვარში ტრანსფერების გაკეთება აკრძალული აქვს, თუმცა ფლორენტინო პერესი უკვე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს გუნდის სერიოზულად გაძლიერებას აპირებს და მის გეგმებში განსაკუთრებული ადგილი სწორედ 20 წლის ინგლისელ ფეხბურთელს უჭირავს.

მადრიდის "რეალისა" და ლონდონის "ტოტენჰემის" სატრანსფერო ურთიერთობები ყოველთვის განსაკუთრებული იყო. მადრიდელებმა ინგლისელებისგან ლუკა მოდრიჩი და გარეთ ბეილი გადაიბირეს. ამ უკანასკნელში "სამეფო გუნდმა" სარეკორდო თანხა გადაიხადა.

საინტერესო

  • beka10
  • 4 იანვარი 2017 15:47
დელე ალი არის ბოსსი !!
  • levani25
  • 4 იანვარი 2017 21:38
ramxela mayutebs aketeben londonelebi realit :D
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით