"მანჩესტერ სიტი" ზამთარში მცველს არ დაიმატებს

4-01-2017, 16:19

პეპ გუარდიოლა კლუბის მცველით გაძლიერებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერდიოში არ აპირებს.

Sky Sport-ის განცხადებით, "ქალაქელები" ზამთრის სატრანსფეორ ფანჯრის დროს მცველის დამატებას არ გეგმავენ.

აქედან გამომდინარე, "სიტის" მეორე ნახევრის ჩატარება უცვლელი შემადგენლობით მოუწევს, რომელიც არც თუ ისე კარგად გამოიყურება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელები "ატლეტიკოს" მცველით, ლუკას ერნანდესით არიან დაინტერესებულნნი, რომლისთვისაც მზად არიან 20 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. თუმცა, ლუკასის შეძენას "მანჩესტერელები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან.

მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტიმ" 30 მატჩი ჩაატარა, სადაც კარის მშრლად შენახვა მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა.

საინტერესო

pepm dzan gaubera ra
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით