არველაძე "მაკაბიდან" გაუშვეს

4-01-2017, 22:51

თელ-ავივის "მაკაბიმ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ქართველი შოთა არველაძე გაათავისუფლა. ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ ებრაული გუნდის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

არველაძის მუშაობით არამხოლოდ გულშემატკივრები, ბევრი სპეციალისტიც უკმაყოფილო იყო და "მაკაბის" წარუმატებლობებს მთლიანად ჩვენებურს მიაწერდნენ. მიმდინარე სეზონში ებრაელები ევროპის ლიგის ჯგუფში ჩარჩნენ, ჩემპიონატში ლიდერს ერთბაშად 8 ქულით ჩამორჩნენ და სათასო ასპარეზობაც ნაადრევად დაასრულეს.

შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა ჰოლანდიურ "ალკმაარში" დაიწყო, სადაც ლუი ვან გაალის ასისტენტად მუშაობდა. შემდეგ იყო სამი თურქული გუნდი: "კაიზერისფორი", "კასიმშაფა" და "ტრაბზონსფორი". რაც შეეხება "მაკავის", არველაძემ ეს გუნდი 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა.


საინტერესო

  • beka10
  • 4 იანვარი 2017 22:52
ცუდი იფნროამციაა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით