ოფიციალურად: ოთარ კაკაბაძე კარიერას "ესბიერგში" გააგრძელებს

4-01-2017, 23:05

მათე ცინცაძე დღეს საქართველოს ნაკრების ერთადერთი წევრი არ აღმოჩნდა, რომელმაც კლუბი შეიცვალა. ტარაგონას "ხიმნასტიკის" განაპირა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას დანიის ჩემპიონატში მოთამაშე "ესბიერგში" გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ სკანდინავიური გუნდის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

დანიელებმა კაკაბაძე იჯარის წესით აიყვანეს. ხელშეკრულება ნახევარწლიანია და ქართველი ესპანურ გუნდს ზაფხულში დაუბრუნდება. როგორც "ესბიერგის" საიტზე განთავსებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, კაკაბაძე მაღალკვალიფიციური მარჯვენა მცველია, რომელზეც იმედის დამყარება სამომავლოდ ნამდვილად შეიძლება.

გეტყვით იმასაც, რომ "ესბიერგი" დანიის ჩემპიონატში ბოლოდან მესამე პოზიციაზე იმყოფება.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით