ყველაზე უცნაური წითელი ბარათი (ვიდეო)

4-01-2017, 23:15

პორტუგალიის თასის შეხვედრაში წლის ერთ-ერთ გამორჩეულ საფეხბურთო კურიოზს ჰქონდა ადგილი. "პორტოსა" და "მორიერენსეს" მატჩში, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით 1:0 დასრულდა, მოედნიდან სახელოვანი პორტუგალიური გუნდის 2 ფეხბურთელი გააძევეს - ბრაჰიმი და დანილო. მსოფლიო მედიის ყურადღება განსაკუთრებით დანილოს წითელმა ბარათმა მიიქცია.

ფეხბურთელს მოედანზე წესები არ დაურღვევია, თუმცა ერთ-ერთ მომენტში მსაჯს შემთხვევით უცნაურად შეეჯახა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმაც მას დაუფიქრებლად მიუთითა გასახდელისკენ. შეხვედრის ოქმში დაფიქსირდა, რომ დანილო მთავარ არბიტრზე, ლუის გუდინოზე თავდამსხმის გამო იქნა გაძევებული.

თამაშის შემდეგ დანილომ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა:

"გამეორება მილიონჯერ ვნახე, თუმცა ახლაც ვერ ვხვდები, რატომ გადაწყვიტა იმ ჯენლტმენმა ჩემთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა. ასეთი რამ ფეხბურთში არ მომხდარა, ეს სირცხვილია".

იხილეთ ვიდეო:


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით