კაშია: "რონალდოსთან და მესისთან ერთად? რატომაც არა!

4-01-2017, 23:40

მოგეხსენებათ, გუშინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია გურამ კაშიას ესპანეთის ჩემპიონატში შესაძლო გადაბარგების შესახებ. საქართველოს ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" ცენტრალური მცველის მიმართ ინტერესს "რეალ ბეტისი" და "გრანადა" იჩენენ.

"არ მინდა სპეკულაციებს ავყვე, მე "ვიტესის" ფეხბურთელი ვარ და სხვაგან გადაბარგება ჩემს გეგმებში ჯერჯერობით ნამდვილად არ შედის".

"ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, რა იქნება შემდეგ, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ზოგადად, რატომაც არა! ყველა ფეხბურთელის სურვილია ითამაშოს ისეთ საფეხბურთო ლიგაში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები ასპარეზობენ, ამ შემთხვევაში კრისტიანო რონალდო და ლიონელ მესი". - განაცხადა გურამ კაშიამ.

კაშია არნემის "ვიტესს" 2010 წელს თბილისის "დინამოდან" შეურთდა. ამ მომენტისთვის იგი ჰოლანდიური გუნდის კაპიტანია.


საინტერესო

  • beka10
  • 4 იანვარი 2017 23:42
კაშოს რო მესი გაცდება და გურამა მიაძახებს: ოე, ვანიააა!!! :/
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით