"ბილბაო" - "ბარსელონა"

5-01-2017, 12:48

დღეს, გვიან ღამით, 00:15-ზე ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბილბას "ატლეტიკი" შინ კატალონიის "ბარსელონას" მიიღებს. ეს გუნდები სათასო შეხვედრებში ერთმანეთს ძალიან ხშირად უპირისპირდებიან და უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებული "ბარსელონა" გამოდის ხოლმე. კატალონიელები დღევანდელ მატჩსაც ოპტიმალურ ფორმაში ხვდებიან, გუნდში საშობაო არდადეგების შემდეგ არაჩვეულებრივი განწყობა სუფევს და ლუის ენრიკეს განცხადებითაც, "ბლაუგრანას" ახალი წლის გამარჯვებით დაწყება სურს. დიდი ალბათობით, "ბარსელონამ" "ბილბაოს" დამარცხება უნდა მოახერხოს და განმეორებითი შეხვედრის წინ სერიოზული ჰანდიკაპი მიიღოს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "ბარსელონას" მოგება, კოეფიციენტი - 1.6


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით