კაპელო: "ვფიქრობ პეპი "ბარსაში" დაბრუნდება, მაგრამ არა, როგორც მწვრთნელი"

5-01-2017, 13:00

იტალიელმა გამოცდილმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ თავისი მოსაზრება გამოთქვა პეპ გუარდიოლას მომავალთან დაკავშირებით.

"ვფიქრობ, რომ გუარდიოლამ უკვე იცის თუ რას გააკეთებს მომავალში. ჩემი აზირთ, ის "ბარსელონაში" დაბრუნდება, მაგრამ არა, როგორც მწვრთნელი. ის კლუბის პრეზიდენტის რანგში მოგვევლინება.

რატომ არ იქნება მრავალი წლის განმავლობაში მწვრთნელი? როდესაც თანამედროვე ფეხბურთში მსგავს სტილს იყენებ წაკითხვადია. თითქმის ყველამ იცის პეპის სათამაშო სქემა, ასე გაგრძელება კი მას მომავალში გაუჭირდება." - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პეპ გუარდიოლას "მანჩესტერ სიტის" პრემიერ ლიგაში საქმე ცუდად მისდის. ქალაქელები ცხრილის მე-4 პოზიციას 42 ქულით იკავებენ და "ჩელსის" 7 ქულით ჩამორჩებიან.


საინტერესო

naadrevia pepis karieris dasrulebaze laparaki
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით