"ბავარიამ" მიზანში მარკო ვერატი ამოიღო

5-01-2017, 13:34

აპენინური სპორტული პრესის ინფორმაციით, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის მარკო ვერატის შეძენით მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული. წყაროს ცნობით, იტალიელის შეძენა უშუალოდ გუნდის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ინტერესებშია.

უნდა აღინიშნოს, რომ ვერატის შეძენას ბავარიული გიგანტი არა მიმდინარე ზამთრის, არამედ ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის პერიოდში აპირებს. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხის გადახდას აპირებს "ბაიერნი" მარკო ვერატის სანაცვლოდ.

ამჟამინდელი კონტრაქტი ვერატის "პარი სენ-ჟერმენთან" 2021 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში იტალიელმა ფრანგული გუნდის მაისურით 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.


საინტერესო

  • beka10
  • 5 იანვარი 2017 13:34
uechvelli iyidis papa karlo tu moindoma
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით