ვენგერი: "სანჩეზის რეაქცია აბსოლოტურად ნორმალური იყო"

5-01-2017, 16:45

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა სანჩეზი დაიცვა და მის უკმაყოფილებას ნორმალური უწოდა.

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ბორმუთს" გასვლაზე ვერ მოუგო. მეტიც, "მეთოფეები" 3:0 მარცხდებოდნენ, თუმცა სამი გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ ქულას დასჯერდნენ. აღნიშნულ შეხვედრაში, თამაშის დასრულების შემდეგ ალექსის სანჩეზის გაცხარებას ბოლო არ უჩანდა. ჩილელი ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილი იყო შედეგით.

"და რა არის ამაში გასაკვირი? მას სურდა, რომ თამაში მოეგო და როდესაც ასე არ მოხდა ის გაბრაზდა. ეს ნორმალურია.

რა ხდებოდა გასახდელში? ყველაფერი რიგზე იყო." - განაცხადა არსენ ვენგერმა.

მიმდინარე სეზონში ჩილელმა გარემარბმა 26 მატჩი ჩაატარა, სადაც 15 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.


საინტერესო

dzan magaria ra sanchezi
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით