კონტემ მოურინიოს გეგმები აურია

5-01-2017, 17:34

ლონდონის "ჩელსი" ფრანგული "მონაკოს" 22 წლის ნახევარმცველის ტიემუე ბაკაიკოს გადაბირებასთან. ფრანგი ფეხბურთელის მიმართ მანამდე განსაკუთრებულ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენდა და მის გაფორმებასთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა "არისტოკრატებმა" ფეხბურთელს გაცილებით სარფიანი წინადადება შესთავაზეს.

ჯერჯერობით ყველაფერი გადაწყვეტილი არაა, თუმცა ინგლისური სპორტული პრესის ინფორმაციით, ანტონიო კონტეს გუნდი ბაკაიკოს სანაცვლოდ "მონაკოს" 30 მილიონ ევროს გადაუხდის და ფეხბურთს ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე გაიფორმებს.

ბაკაიკო "მონაკოს" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. იგი ძირითადად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და ფრანგული გამოცემები მას ხშირად კლოდ მაკელელეს ადარებენ.

საინტერესო

  • beka10
  • 5 იანვარი 2017 17:35
ლიგას ვინც უყურებს მოხიბლული იქნება ამის თამაშით. ბრავო კონტეს
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით