"მან.იუნაიტედი" კოსტას მანოლასს უმიზნებს

5-01-2017, 18:07

"მანჩესტერ იუნაიტედი" იტალიური "რომას" ბერძენი მცველის კოსტას მანოლასის შეძენითაა დაინტერესებული და ჟოზე მოურინიომ გუნდის ხელმძღვანელობას უკვე მოუწოდა იტალიელებს ოფიციალური წინადედებით მიმართონ.

ბრიტანულ პრესაში არსებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" "რომას" ფეხბურთელის სანაცვლოდ 32.5 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა რა პასუხს მიიღებს მოურინიოს გუნდი, ჯერჯერობით უცნობია.

მანოლასის ყიდვა "იუნაიტედის" დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მოლაპარაკებები "ბენფიკასთან" ვიქტორ ლინდელოფის თაობაზე ჩიხში შევიდა.

25 წლის მანოლასი "რომამ" 2014 წელს "ოლიმპიაკოსიდან" 12.8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა. 


საინტერესო

  • beka10
  • 5 იანვარი 2017 18:08
ამ მაურინიომ ხო ვერავინ იყიდა :დ
  • basota
  • 6 იანვარი 2017 22:51
sesxebi ar tqva ra :D
swrafi sesxi
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით