სუბოტიჩი შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადავიდეს

5-01-2017, 22:35

"დორტმუნდის" ცენტრალური მცველი, ნევენ სუბოტიჩი შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.

28 წლის სერბ ფეხბურთელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. სუბოტიჩს გასული წლის აპრილის თვეში თრომბოზის დიაგნოზი დაუსვეს.

ზაფხულში ფეხბურთელი "მიდლსბროში" უნდა გადასულიყო, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და იძულებული გახდა "დორტმუნდში" დარჩენილიყო.

ნოებერში ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი შედარებით უკეთ იყო და ვარჯიშსაც დაუბრუნდა. მიუხედავად ვარჯიშისა, ნევენს მიმდინარე სეზონში მთავარი კლუბის მაისურით არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია, მან მხოლოდ რეგიონალურ ლიგაში ითამაშა ორი შეხვედრა.

Bild-ის განცხადებით, ნისლიანი ალბიონის კლუბი დაინტერესებულია ფეხბურთელით, თუმცა კონკრეტული გუნდის სახელი არ ვრცელდება.


საინტერესო

dzan datanja travmebma es ra
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით