დეპაი შესაძლოა "ნიცაში" გადავიდეს

5-01-2017, 22:53

"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი შემტევით მემფის დეპაითი ფრანგული "ნიცაა" დაინტერესებული. ჰოლანდიელმა, რომელიც ჯერ კიდევ ლუი ვან გაალის მწვრთნელობის პერიოდში გადაიბირეს, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელების იმედები ვერ გაამართლა და მისი გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გარდაუვალია.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, იანვარში "იუნაიტედს" ბასტიან შვაინშტაიგერი, მორგან შნეიდერლინი და მემფის დეპაი დატოვებენ. ჟოზე მოურინიოს განცხადებით, არცერთი ეს ფეხბურთელი მის სამომავლო გეგმებში არ შედის.

რაც შეეხება დეპაის "ნიცასთან" კავშირს, ფრანგები ფეხბურთელის აყვანას იჯარის წესით აპირებენ. მიმდინარე სეზონის დასაწყისში მათ უკვე მოახერხეს მარიო ბალოტელის გადაბირება და ამ მომენტისთვის ჩემპიონატში პირველ ადგილზე არიან.

საინტერესო

  • beka10
  • 5 იანვარი 2017 22:53
safrangetis chempioni mainc gaxdeba :D
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით