"რეალი" - "გრანადა"

8-01-2017, 00:10

ხვალ, თბილისის დროით 16:00-ზე, მადრიდის "რეალი" შინ ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აუთსაიდერ "გრანადას" მიიღებს. მადრიდელები საუცხოო ფორმაში არიან და უნდა ითქვას, რომ ამ სეზონში ევროპულ გრანდებს შორის ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურებიან. ზიდანის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონას" 3 ქულით უსწრებს და თან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება "გრანდას", ეს გუნდი ბოლოდან მე-2 ადგილს იკავებს და უდიდესი ალბათობით ესპანეთის ჩემპიონატს წელს დაემშვიდობება. სავარაუდოდ, "რეალმა" სუსტ მეტოქეს მარტივად უნდა აჯობოს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "რეალის" პირველი ტაიმისა და შეხვედრის მოგება, კოეფიციენტი - 1.35


საინტერესო

rornaldo magaria too
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით