ლორენტე ბატშტუაიას ნაცვლად?

6-01-2017, 14:31

იმ შემთხვევაში თუ ბატშტუაი "ჩელსის" დატოვებს, შესაძლოა ფერნანდო ლორენტე, რომელიც "სოუნსში" გამოდის, "არისტოკრატებში" გადაბარგდეს.

ბატშტუაია გასულ ზაფხულს "ჩელსის" 35 მილიონის სანაცვლოდ "მარსელიდან" შეუერთდა. მიუხედავად მაღალი ფასისა, ბელგიელმა ფეხბურთელმა ძირითადში ადგილის მოპოვება ვერ შეძლო. მიკის არსებული სიტუაცია არ მოსწონს და დიეგო კოშტასაც კონკურენციას ვერ უწევს, ამიტომ შესაძლოა ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალოს.

Sky Sport Italia იუწყება, რომ ამ შემთხვევაში, ლონდონელები ფერნანდო ლორენტეს გადმოყვანას შეეცდებიან, რომელიც "სოუნსის" ღირსებას იცავს.

ესპანელი ფორვარდისთვის კონტესთან მუშაობა ახალი გამოწვევა არ იქნება, რადგან 2013-15 წლებში "იუვენტუსში" სწორედ მისი მართველობის ქვეშ თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში ლორენტემ 17 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 6 გოლის გატანა მოახერხა.

საინტერესო

ვის რატ უნდა ეს :დ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით