დიეგო კოშტა: "მსაჯები მჩაგრავენ"

6-01-2017, 14:51

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ ესპანურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინგლისში მას მსაჯები სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებულად ექცვიან და ყველა მის მოქმედებას წესების დარღვევად აფასებენ.

"ინგლისში თავს მსაჯების გამო კარგად ვერ ვგრძნობ. რასაც მოედანზე ვაკეთებ, ყველაფერს მძიმე აღიქვამენ და მსაჯები სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებულად მექცევიან".

"ზოგჯერ ღმერთს ვთხოვ, ჩემი რომელიმე მოძრაობა წესების დარღვევად არ ჩათვალონ და მოედნიდან არ გამაძევონ, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ხშირად ხდება". - განაცხადა დიეგო კოშტამ.

კოშტას აღნიშნული განცხადება სრულიად შესაძლებელია ინგლისური ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან დარღვევად შეფასდეს და მას დისკვალიფიკაცია ამის გამოც გამოუწერონ.

ბოლოს დიეგო კოშტამ დისკვალიფიკაციის გამო "ბორნმუთთან", "ბოქსინგ დეიზე" გამართული შეხვედრა გამოტოვა.


საინტერესო

  • beka10
  • 6 იანვარი 2017 14:51
შენც არ აკლებ ხოლმე დიეგო
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით