მიულერი ნებისმიერ შემთხვევაში "ბაიერნში" დარჩება

6-01-2017, 15:06

მიმდინარე სეზონი გერმანიის ნაკრებისა და "ბაიერნის" შემტევ თომას მიულერისთვის არასახარბიელოა. ფეხბურთელმა ბუნდესლიგის პირველ წრეში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა და მისი გუნდში დარჩენის საკითხი ბევრმა გამოცემამ მყისიერად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

27 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში 20 გოლი გაიტანა, რაც დღევანდელობასთან შედარებით უდიდეს კონტრასტს წარმოქმნის.

მიულერის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს და მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ გერმანელი კარლო ანჩელოტის სისტემას იდალურად ვერ ერგებოდა, ინგლისელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ.

მიუხედავად ყველფრისა, "ბაიერნის" იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მიულერი მის სამომავლო გეგმებშია და გუნდი მასთან დამშვიდობებას არ აპირებს.

"ხშირად ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, მიულერი ნამდვილი ტალანტია. იგი ყოველთვის მოედანზე თავის როლს ყოველთვის პოულობს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოზიციაზე თამაშობს კონკრეტულ მომენტში".

"მან ზამთრის შესვენებამდე ძალიან ბევრი შეხვედრა ჩაატარა და არდადეგების შემდეგაც ასევე ბევრს ითამაშებს. თომასის შეცვლა ჩვენთვის შეუძლებელია, ის გუნდის სრულფასოვანი წევრია". - განაცხადა ანჩელოტიმ.


საინტერესო

  • beka10
  • 6 იანვარი 2017 15:12
სხვაგან არცაა მაგისი ადგილი
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით