პატრის ევრა შესაძლოა "მან.იუნაიტედში" დაბრუნდეს

6-01-2017, 15:33

35 წლის ფრანგი მარცხენა მცველი პატრის ევრა, რომელიც ამჟამად "იუვენტუსის" ღირსებას იცავს, შესაძლოა თავის ყოფილ გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდეს.

ფრანგმა "წითელი ეშმაკები" 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც გუნდმა "საუთჰემპტონიდან" ახალგარზდა ლუკ შოუ გადაიბირა, თუმცა ევრასა და "მანჩესტერის" გზები საბოლოოდ მაშინ გაიყარა თუ არა, ჯერ კიდევ საკითხავია.

პატრისის ყოფილმა თანაგუნდელმა რიო ფერდინანდმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც მიანიშნა, რომ ევრა უახლოეს მომავალში შეიძლება "იუნაიტედში" დაბრუნდეს.

რამდენად შეელევა "იუვენტუსი" საკუთარ მარცხენა მცველს, უცნობია. თანაც, ამ მომენტისთვის ევრას გუნდში მცირე როლი ნამდვილად არ აქვს.


საინტერესო

  • beka10
  • 6 იანვარი 2017 15:34
ევრა მაგარი კაცია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით