სუპერ შეთავაზება ლევანდოვსკის ჩინეთიდან

6-01-2017, 19:31

რობერტ ლევანდოვსკიმ აგენტმა ცეზარ კუხარსკმა განაცხადა, რომ მის აგენტს სუპერ შეთავაზება გაუკეთეს ჩინეთიდან.

ცოტა ხნის წინ, არგენტინელი კარლოს ტევეზი "შანხაი შენხუას" შეუერთდა და მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ტევეზი წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

"ჩინელები დამიკავშირდნენ და ჩემს ფეხბურთელზე ზღაპრული შეთავაზება გამიკეთეს.

თუ ლევი ჩინეთში წასვლას გადაწყვეტს, მას იმაზე მეტი ხელფასი ექნება, ვიდრე კარლოს ტევეზს აქვს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ლევანდოვსკი კლუბს ამჟამად არანაირ შემთხვევაში არ დატოვებს, თუმცა, არასდროს თქვა არასოდეს." - განაცხადა SPORTOWE-სთან ინტერვიუში აგენტმა.

დეკემბრის მიწურულს ლევანდოვსკიმ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.


საინტერესო

aramgonia rom es wavides
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით