"ვალენსიას" ევრა და ძაძა სურს

6-01-2017, 21:09

"ვალენსია" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერებას სიმონე ძაძათი და პატიკ ევრათი გეგმავს.

დღეს, "ვალენსიას" წარმომადგენელი ხესუს გარსია "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც ორ პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს.

Sky Sport Italia-ს განცხადებით, მხარეებმა სიმონე ძაძასა და პატიკ ევრას შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

მიმდინარე სეზონს იტალიელი სიმონე ძაძა არენდის წესით "ვესთ ჰემში" გამოდის, თუმცა მისი წარუმატებელი თამაშის შედეგად, შესაძლოა სეზონის მეორე ნახევარი "ბებერ ქალბატონებში" გაატაროს. სწორედ "იუვეს" კუთვნილებაშია იტალიელი.

რაც შეეხება პატრიკ ევრას, ფრანგი ფეხბურთელი მაისში უკვე 36 წლის ხდება და არ არის გამორიცხული, რომ "იუვენტუსი" დატოვოს. "ბიანკო-ნერი" უკვე ევრას შემცვლელსაც ეძებს. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანამად, "ზებრები" "შალკეს" მცველით, კოლოშინაჩით არიან დაინტერესებულნი.

საინტერესო

zaza gunds tu daasustebs tore :D
  • temotemo9
  • 7 იანვარი 2017 04:30
:D zaza aararzauri
ზაზა დაასუსტებს და მუნირით დაფრინავს ვალენსია:) :) :) მთელს ვალენსისას ერთად აღებულს ჯობია სიმონე და ერთი პენალტით ნუ აზროვნებთ:) :)იმედია არ წავა მაგ დაქცეულ ვალენსიაში და სადმე უკეთეს ადგილს იპოვის..
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით