77 მილიონი ევრო და მორატა დიბალას სანაცვლოდ

6-01-2017, 22:40

მადრიდის "რეალისა" და პაულო დიბალას კავშირი სულ უფრო აქტუალური ხდება. როგორც იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მადრიდელები "იუვენტუსს" არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 77 მილიონ ევროსა და ალვარო მორატას სთავაზობენ.

მიუხედავად მსუყე წინადადებისა, იტალიელები მაინც უარზე არიან და როგორც ცნობილი ხდება, ისინი ტრანსფერში ან ტონი კროოსის ან ლუკა მოდრიჩის ჩართვას მოითხოვენ.

პაულო დიბალა ტურინის "იუვენტუსს" 2014 წელს "პალერმოდან" 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ფეხბურთელის გადაბირება მადრიდის "რეალს" ძალიან ადრე, ჯერ კიდევ 2004 წელს შეეძლო, როდესაც მის ტალანტზე არგენტინაში ძალიან ბევრს საუბრობდნენ, თუმცა მაშინ "სამეფო გუნდის" ხელმძღვანელობამ დიბალასთან კავშირის დამყარება იუარა.


საინტერესო

  • beka10
  • 6 იანვარი 2017 23:57
პაულო "ახალი მესი" ნამდვილად ვერაა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით