შეიკი რონალდოს განცხადებას გამოეხმაურა: "ტყუილს ამბობს, მას იმიტომ დავშორდი, რომ..."

7-01-2017, 00:05

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავისა და რუსი მოდელის ირინა შეიკის ურთიერთობის შესახებ პრესაში საუბარი მას შემდეგ არ წყდება, რაც წყვილი ოფიციალურად დაშორდა ერთმანეთს.

ერთ-ერთ ევროპულ გამოცემაში ბოლო დროს გაჩნდა განცხადება, სადაც რონალდო დაშორების მთავარ მიზეზებზე საუბრობდა. საპირისპიროდ, არ დააყოვნა შეიკის რეპლიკამაც. რუსი სუპერმოდელის განცხადებით, რონალდო ლოიალური ადამიანი არ არის. მისივე განცხადებით, კაცში იგი პირველრიგში სწორედ ლოიალურობას აფასებს.

"ვერაფერს ვიტყვი, ბევრი სიცრუე გავრცელდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ  ჩემი შემდეგი მეგობარი მამაკაცი აუცილებლად ლოიალური იქნება. კაცი ქალის მიმართ ძალიან თბილი უნდა იყოს და მას უნდა აღმერთებდეს. ვფიქრობ, კაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს თვისებაა. წინა ურთიერთობაში მე ეს მაკლდა". - განაცხადა შეიკმა.

კრისტიანო რონალდო და ირინა შეიკი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებოდნენ, მათი ურთიერთობა 2015 წელს დასრულდა.

აგრეთვე იხილეთ: რონალდომ შეიკთან დაშორების მიზეზი გაამხილა


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით