დიმიტრი პაიე: "არსენალში" სიამოვნებით ვითამაშებდი"

7-01-2017, 01:10

ინგლისის "ვესტ ჰემისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრის დიმიტრი პაიეს განცხადებით, იგი მოხარულია, რომ მისი შეძენით ლონდონის "არსენალია" დაინტერესებული.

"მე ამ მომენტისთვის "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი ვარ და ჩემი ერთადერთი მიზანია გუნდს კრიზისული მდგომარეობის დაძლევაში დავეხმარო".

"ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ჩემი შეძენით არსენ ვენგერი და "არსენალია" დაინტერესებული. ეს ძალიან მახარებს, "მეთოფეებს" დიდი ისტორია აქვთ და მათ შემადგენლობაში თამაში ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო იქნებოდა". - განაცხადა პაიემ.

მიმდინარე სეზონში დიმიტრი პაიეს "ვესტ ჰემი" პრემიერლიგაში მე-13 პოზიციას იკავებს.


საინტერესო

  • beka10
  • 7 იანვარი 2017 01:11
დიმიტრი პაიეს გასროლა რუმინეთის კარისკენ საფეხბურთო სამყაროს დიდხანს ემახსოვრება
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით