"სიტიდან" შვიდი ფეხბურთელი წავა?

7-01-2017, 11:30

"ქალაქელები" მზად არიან კონტრაქტი შვიდ ფეხბურთელს არ გაუხანგრძლივონ.

ესპანური ავტორიტეტული გამოცემის, As-ის განცხადებით, "სიტიში" დიდი წმენდა იგეგმება.

შესაბამისად, პეპ გუარდიოლას კლუბი არ აპირებს კონტრაქტი შემდეგ ფეხბურთელებს გაუხანგრძლივოს: მეკარე კაბალიერო, მცველელები - პაბლო ზაბალეტა, გაელ კლიში, ბაკარი სანია და ალექსანდრ კოლაროვი. ხოლო, რაც შეეხება ნახევარმცველებს, ესენი ია ია ტურე და ხესუს ნავასი არიან.

ზემოთ აღნიშნულ ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნებიან.

საინტერესო

vis moiyvanen egaa saqme
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით