"რომას" ფეგულის არენდით აყვანა სურს

7-01-2017, 13:35

"ვესთ ჰემის" ნახევარმცველი, სოფიან ფეგული შესაძლოა "რომას" შეუერთდეს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომაელები ალჟირელი ფეხბურთელის ტრანსფერს განიხილავენ.

მთელი რიგი იტალიური გამოცემების განცხადებით, "მგლები" ფეხბურთელის არენდით აყვანას სეზონის ბოლომდე აპირებენ. "რომას" სურს, რომ ხელშეკრულებაში პუნქტი ჩაიდოს, რის თანახმადაც, იმ შემთხვევაში თუ მათ ფეხბურთელის გამოსყიდვა მოუნდათ, ეს თანხა არ აღემატებოდეს 12 მილიონ ევროს.

საინტერესოა, რომ რომაელები ფეხბურთელის ყიდვას გასულ ზაფხულსაც გეგმავდნენ, თუმცა ფეგულიმ "ვესთ ჰემი" აირჩია.

მიმდინარე სეზონში ფეგულიმ 9 მატჩი ჩაატარა, სადაც მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

საინტერესო

uketes klubs imsaxurebs da wavides romashi
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით