"პსჟ" ალექსის სანჩესით დაინტერესდა

7-01-2017, 14:21

ბოლო პერიოდში ფეხბურთის ქომაგისთვის კარგადაა ცნობილი, რომ პრესაში ხშირად იწერება ალექსის სანჩესისა და ლონდონის "არსენალის" გზების გაყრის შესახებ. არეული სიტუაციით ფეხბურთელსა და გუნდს შორს შესაძლებელია ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა" ისარგებლოს და ჩილელი ფეხბურთელი გადაიბიროს.

სანჩესის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და ჯერჯერობით მისი გახანგრძლივების პერსპექტივა არ ჩანს. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ ამერიკელი გუნდს გამოიცვლის. 

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა პირობების შეთავაზებას აპირებს პარიზული გუნდი სანჩსისთვის, თუმცა გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ კლუივერტმა უკვე დაადასტურა ჩილელის მიმართ პარიზელების ინტერესი.

ალექსის სანჩესი "არსენალს" 2014 წელს "ბარსელონადან" შეუერთდა.


საინტერესო

  • beka10
  • 7 იანვარი 2017 14:22
დიმარია სანჩესი ერთად მაგარი საინტერესოა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით