ზუმას პირველი მატჩი 2016 წლის თებერვლის შემდეგ

7-01-2017, 14:42

"ჩელსის" მცველი კურტ ზუმა თებერვლის შემდეგ პირველ მატჩს ჩაატარებს "პიტერბროს" წინააღმდეგ.

"ლურჯების" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს განცხადებით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი FA თასის შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს. ეს ზუმასთვის 2016 წლის თებერვლის შემდეგ პირველი მატჩი იქნება.

"ზუმა სასტარტოში დაიწყებს, რადგან უკვე ის მზად არის პირველივე წუთიდან ჩაერთოს თამაშში.

ის იმსახურებს სათამაშო პრაქტიკას. ეს მისი შესაძლებლობაა, რათა დაამტკივოს რომ ძირითადის ღირსია და კარგ ფორმაშია.

ეს საშინელი ტრამვა იყო. ვესაუბრებოდი მთავარ ექიმებს და ისნი დროზე ადრე განკურნებას ვერ ახერხებდნენ.

ამჟამად ის კარგ ფორმაშია და მზად არის თავისი კარიერა განაახლოს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.


საინტერესო

kargi mcvelia dzan, warmatebebi zoumas
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით