კოუტინიომ ნეიმარს აჯობა

7-01-2017, 14:46

ინგლისის "ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა. აღნიშნულ ტიტულში კოუტინიოს "ბარსელონელი" ნეიმარი ეცილებოდა, თუმცა იგი მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

ნეიმარი პრესტიჟულ ტიტულს უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ზედიზედ იგებდა, თუმცა ამჯერად ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ "ბებერ კონტინენტზე" 2016 წელს ყველაზე უკეთ ფილიპე კოუტინიო გაისარჯა. გამოკითხვაში მესამე ადგილი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაზემირომ დაიკავა.

ფილიპე კოუტინიომ გასულ წელს ჯამში 13 გოლი გაიტანა და "ლივერპულის" უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა, თუმცა ტრავების გამო მან საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზება მაინც ვერ მოახერხა.

ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელს 2008 წლიდან ავლენენ. ყველაზე მეტჯერ ეს ტიტული ტიაგო სილვამ დაისაკუთრა (3).

საინტერესო

  • beka10
  • 7 იანვარი 2017 14:46
neimars wels martla ar daumsaxurebia
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით