მისტიკურმა მეგიმ პრემიერ ლიგის გამარჯვებული დაასახელა

7-01-2017, 15:12

ცნობილმა ბრიტანელმა წინასწარმეტყველმა მისტიკურმა მეგიმ 2017 წელს დიდი ბრიტანეთის მასშტაბით მოსახდენი მნიშვნელოვანი ამბები იწინასწარმეტყველა. მისი ხედვები ინგლისის პრემიერლიგასაც შეეხო. მისტიკური მეგის განცხადებით, 2017 წელს ჩემპიონი "ლივერპული" გახდება.

წინასწარმეტყველის თქმით, 2017-ში ყველაზე მეტად ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გაუმართლებთ, მათ შორის დონალდ ტრამპს, კეტი პრინსსა და ჩვენთვის რაც ყველაზე მთავარია - იურგენ კლოპს.

მისტიკური მეგის მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები წარსულში ხშირად მართლაც მომხდარა. ერთ-ერთი მათგანი პრინცი უილიამსის ქორწინებას შეეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის "ლივერპული" პრემიერლიგაში მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "ჩელსის" 5 ქულით ჩამორჩება.


საინტერესო

  • beka10
  • 7 იანვარი 2017 15:14
რვაფეხა, აქლემი, მედუზა გორგონა და მისტიკური მეგი :D
Moigebs!!!!!!!!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით