ბუფონი "ბოლონიას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

7-01-2017, 17:02

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "იუვენტუსის" მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, სეირა ა-ს მე-19 ტურის შეხვედრას, "ბოლონიას" წინააღმდეგ გამოტოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია "ბებერი ქალბატონების" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ გაავრცელა საკუთარი თვითერის ანგარიშის მეშვეობით.

"ზებრების" კაპიტანი გაციებულია და მაღალი ტემპერატურა აქვს, სწორედ ამიტომ, მომავალ შეხვედრაში "ბიანკონერის" კარის დაცვა ნეტოს მოუწევს.

შეხვედრა თბილისის დროით ხვალ, 23:45 საათზე გაიმართება.

საინტერესო

ეგ არაფერი, არაა დანაკლისი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით