უეინ რუნიმ ისტორია დაწერა

7-01-2017, 18:21

რამდენიმე წუთის წინ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის 1/32 ფინალურ შეხვედრადში ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ "რედინგი" 4:0 გაანადგურა. ეს შეხვედრა ერთი ფაქტით განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. კერძოდ, გუნდის კაპიტანმა უეინ რუნიმ საკუთარი "მანჩესტერულ" კარიერაში 249-ე გოლი გაიტანა და ამ შედეგით "იუნაიტედის" ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ლეგენდარულ სერ ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა.

რუნისთვის მიმდინარე სეზონი სახარბიელოდ ნამდვილად არ მიმდინარეობს. ფეხბურთელი ტრავმებმაც გააწამა და ჟოზე მოურინიოც ძალიან ხშირად მას სათადარიგოთა სკამზე ამწესებს. მიუხედავად პრობლემებისა, უეინს უახლოეს მომავალში ძალიან კარგი შანსი აქვს ერთი გოლით "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

31 წლის რუნი "წითელ ეშმაკებში" 2004 წელს "ევერტონიდან" გადაბარგდა.


საინტერესო

  • beka10
  • 7 იანვარი 2017 18:22
გენიალური უეინი ........
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით