იბრაჰიმოვიჩი: "მე მხეცი ვარ!"

7-01-2017, 22:29

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საიდუმლო გათქვა, თუ როგორ ახერხებს 35 წლის ასაკში მაღალ დონეზე თამაშს.

დეკემბერში ზლატანი ფანებმა თვის საუკეთესო მოთამაშედაც აირჩიეს.

"მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჟოზე მოურინიოს შესანიშნავი ტაქტიკა აქვს და ვფიქრობ, მას კარგად ვერგები, რაც შედეგზეც აისახება.

მე ყველას მსგავსი სხეული არ მაქვს. მე ცხოველის სხეული მაქვს, რაც ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება.

35 წლის ფეხბურთელი სეზონის დასაწყისში "პსჟ"-დან ინგლისში გადაბარგდა. შვედ ფეხბურთელს ამჟამად წითლების მაისურით 18 გოლი აქვს გატანილი და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.


საინტერესო

mkratelebis mefe
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით