რობენი: "ჩინეთი? რატომაც არა"

8-01-2017, 00:07

მიუნხენის "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა არიენ რობენმა საკუთარ კარიერაზე ისაუბრა. ფეხბურთელის განცხადებით, უახლოეს ხანებში მისი მომავალი შესძლებელია ჩინეთის ამ აშშ-ის უმაღლეს ლიგას დაუკავშირდეს.

"დღევანდელი ფეხბურთი ისეთია, რომ წინასწარ რამის განსაზღვრა ძალიან რთულია. სავსებით შესაძლებელია უახლოეს ხანებში ჩინეთში ან ამერიკაში აღმოვჩნდე და ეს კატასტროფა ნამდვილად არ იქნება".

"პირველრიგში ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახია და მათი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ამ მომენტისთვის უმაღლეს დონეზე ვთამაშობ და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ".

"ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცი, როგორ განვითარდება ჩემი კარიერა". - განაცხადა რობენმა.


საინტერესო

  • beka10
  • 7 იანვარი 2017 23:49
ეჰ არიენ, ბოლო დროს ძაან დაუბერე
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით