ევრა "ბოლონიასთან" განაცხადში ვერ მოხვდა

8-01-2017, 11:30

როგორც ჩანს, პატრის ევრა "იუვენტუსიდან" წასვლასთან ახლოსაა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბებერი ქალბატონები" პატის ევრას გაყიდვას აპირებენ. მას აქტიურად უკავშირებენ ყოფილ კლუბ, "მანჩესტერ იუნაიტედს", თუმცა, ფეხბურთელი დიდი ალბათობით "ვალენსიაში" გადაბარგდება.

საინტერესოა, რომ ფრანგი მცველი კლუბს "ბოლონიასთან" შეხვედრაში ვერ დაეხმარება, რადგან მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადში არ შეიყვანა. "ბიანკო-ნერის" ძირითადი მცველი, ალექს სანდრო ტრავმირებულია და ეს ევრას შანსი იქნებოდა, თუმცა, გაურკვეველია თუ რატომ არ ათამაშებს მწვრთნელი ევრას.

მიმდინარე სეზონში პატრის ევრამ 3 მატჩი ჩაატარა სერია ა-ში, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


საინტერესო

unda wavides awi daberda
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით