"სელტა" - "მალაგა"

8-01-2017, 02:01

დღეს, თბილისის დროით 21:30-ზე ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში ვიგო "სელტა" შინ "მალაგას" მიიღებს. ორივე გუნდს ამ მომენტისთვის 21-21 ქულა აქვს და ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება. განსხვავებით "სელტასგან", "მალაგა" გასვლით შეხვედრებში საშინლად გამოიყურება და მხოლოდ 4 ქულის დაგროვება მოახერხა და ჯერ თამაში არ მოუგია. საპირისპიროდ, "სელტა" საკუთარ მოედანზე ტრადიციულად კარგად თამაშობს. დღევანდელი შეხვედრის სტუმრის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ის ფაქტიც, რომ მალაგელები ვიგოში სერიოზული დანაკლისით ჩავიდნენ. ყველა ნიუანსიდან გამომდინარე, "სელტამ" ეს შეხვედრა მინიმუმ არ უნდა წააგოს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "სელტას" არ წაგება, კოეფიციენტი - 1.33


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით