"ლივერპული" - "პლიმუთი"

7-01-2017, 01:00

დღეს, თბილისის დროით 17:30-ზე, "ლივერპული" ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის 1/32-ფინალურ შეხვედრაში ინგლისის რანგით მე-4 დივიზიონში მოთამაშე "პლიმუთს" მიიღებს. მიმდინარე სეზონში იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგაში ყველაზე მეტ გოლს იტანს (48). თავის მხრივ, საკუთარ ლიგაში "პლიმუთიც" ერთ-ერთი ყველაზე შემტევი გუნდია და მას გოლის გატანის შანსი "ენფილდზეც" ექნება, ვინაიდან, დიდი ალბათობით, კლოპი ახალგაზრდებს მისცემს თავის გამოჩენის შესაძლებლობას. სავარაუდოდ, სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ლაღი და სანახაობრივი მატჩი უნდა იხილოს, ბევრი გატანილი გოლით.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია 2.5-ზე მეტი გოლი, კოეფიციენტი - 1.45

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით