ვენგერი: "ჟირუ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება"

8-01-2017, 12:29

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, კლუბის ფორვარდი, ოლივიე ჟირუ შეაქო.

ჟირუს მიმდინარე სეზონში სკამზე დიდი დროის გატარება უწევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან ბოლო 4 მატჩში 4 მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოახერხა.

ფრანგმა ფეხბურთელმა "მეთოფეებს" ბოლო წუთზე "ვესტ ბრომვიჩთან" მოუტანა. მან ასევე ბოლო წუთებზე გაუტანა "კრისტალ პალასს", "ბორმუთს" და გუშინდელი FA თასის შეხვედრაში "პრესტონს", სადაც "არსენალმა" 2:1 იმარჯვა.

"ოლივიე გოლების გატანას განაგრძობს. ამჟამად ჟირუ შესანიშნავ ფორმაშია და მას გოლი გოლზე გააქვს, რაც გუნდს ეხმარება." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

"არსენალი" შემდეგ მატჩს 14 იანვარს, "სუონსის" წინააღმდეგ გამართავს.


საინტერესო

magari dzaglis bedaa ra :D
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით