რუნი: "ლეგენდას "ოლდ ტრაფორდზე" გადავასწრებ"

8-01-2017, 13:13

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, უეინ რუნი ძალიან ბედნიერია, რომ ლეგენდარულ სირ ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა გატანილი გოლებით.

გუშინ FA თასის დაპირისპირებაში უიინ რუნი დუბლი შეასრულა, რედინგის წინაარმდეგ. რუნი ამ გოლებით ლეგენდარულ ფეხბურთელს, სირ ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა და მას ახლა 249 გოლი აქვს "წითელი ეშმაკების" მაისურით გატანილი.

რუნის მხოლოდ ერთი გოლი აკლია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

"თავს ძალიან ამაყად ვგრძნობ. დიდი პატივია ითამაშო ისეთ კლუბში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" და გაიმეორო ლეგენდარული ფეხბურთელის მიღწევა.

რა თქმა უნდა, რეკორდის მოხსნა სახლში, "ოლდ ტრაფორდზე" მსურს. შემდეგ კვირას ორი მატჩის ჩატარება გვიწევს და მოხარული ვიქნები თუ რომელიმე შეხვედრაში თავს გამოვიჩენ." - განაცხადა კაპიტანმა.

10 იანვარს "ქალაქელები" "ჰალ სითის" უმასპინძლებენ ინგლისის თასის გათამაშებაზე, ხოლო 15 იანვარს პრემიერ ლიგის ტურში, "ლივერპულს".

საინტერესო

aramgonia didixani shedzlos vinmem rooneys rekordis damxoba
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით