რატომ არ მოხვდა რაკიტიჩი განაცხადში?

8-01-2017, 16:05

ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი "ვილიარეალთან" განაცხადში ვერ მოხვდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხორვატი ფეხბურთელით დაინტერესებულნი "იუვენტუსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან.

დღეს "ბარსელონას" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება "ვილიარეალის" წინააღმდეგ, თუმცა, ბევრის გასაკვირად ლუის ენრიკემ რაკიტიჩი განაცხადში არ შეიყვანა. კლუბმა ამის მიზეზად "ტექნიკური მიზეზები" დაასახელა.

ასევე განაცხადში ვერ მოხვდნენ სილესენი, მატიე და ალეიშ ვიდალი.

ამჟამად ლა ლიგაში "ბარსელონა" ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო "ყვითლები" კი მე-5-ს.

საინტერესო

formashi unda shevides ra
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით