რუდ გულიტის რეინკარნაცია - აკე "ჩელსიში" გადავიდა

8-01-2017, 16:40

"ჩელსიმ" ზამთრის სატანსფერო ფანჯრის პირველი ტრასნფერი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ნათან აკე "ჩელსის" საკუთრებაა და ლონდონელებმა ფეხბურთელი პრაქტიკის მისაღებად პრემიერ ლიგის კლუბ "ბორმუთში" გაანათხოვრა. ფეხბურთელმა კარგი თამაშით თავი კონტეს მოაწონა და დროზე ადრე დააბრუნა "არისტოკრატებში."

"აკე - ძალიან კარგი ფეხბურთელია. მან "ბორმუთის" რიგებში თითქმის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ვაფასებ მის ამჯამინდელ სიტუაციას. ეს შეიძლება ყველაზე საინტერესო ტრანსფერი იყოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს."- განაცხადა იტალიელმა მწვრთნელმა.

აღსანიშნავია, რომ აკეს რუდ გულიტს ადარებენ მისი იმიჯის გამო.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ნათანმა 12 მატჩი ჩაატარა და სამი გოლის გატანა მოახერხა.

საინტერესო

mshvenieri mcvelia da imedia conte chkvianurad gamoiyenebs
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით