პოჩეტინო "ბარსელონას" დაუკავშირეს

8-01-2017, 19:02

კატალონიის "ბარსელონასა" და ლუის ენრიკეს ერთობლივი მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჯერჯერობით მხარეები ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებიან, ამასობაში კი "ბარსელონამ" პოტენციური მწვრთნელობის კანდიდატების შერჩევა დაიწყო.

ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც "ბარსელონას" დაუკავშირეს, "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოა. 44 წლის სპეციალისტმა განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ლონდონურ გუნდს შემტევი და რაც მთავარია, შედეგის მომტანი ფეხბურთის თამაში დააწყებინა. კატალონიაში კი თვლიან, რომ გუნდის ფილოსოფიას არგენტინელის ხედვები იდეალურად ერგება.

მაურისიო პოჩეტინოს ესპანეთში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, 2009 დან 2012 წლამდე იგი "ესპანიოლს" ავარჯიშებდა, ხოლო "ტოტენჰემში", "საუტჰემპტონის" გავლით, 2014 წლის მაისში მივიდა.

მიმდინარე სეზონში მისი გაწვრთნილი "ტოტენჰემი" პრემიერლიგის მოგების ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლება.


საინტერესო

  • beka10
  • 8 იანვარი 2017 19:02
იდეალური ვარიანტი იქნება
შეცვალეთ ლუჩო მოიყვანეთ პოჩეტინოოოო
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით