"ლივერპულმა" 25 მილიონი გაამზადა

8-01-2017, 19:42

იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში "ლივერპული" ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთ შეუცვლელ წევრს სადიო მანეს მოისაკლისებს, რომელიც სათამაშოდ აფრიკის თასზე მიემგზავრება. იურგენ კლოპმა უკვე დაიწყო მანეს შემცვლელის ძიები და როგორც ბრიტანულ პრესაში ვკითხულობთ, მისი რჩეული მოსკოვის "სპარტაკის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი ქვინსი პრომსია.

25 წლის ფეხბურთელი ბოლო 2 წელია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ხდება. გერმანელ სპეციალისტს პრომსის გადაბირება სწრაფადვე სურს, ვინაიდან სანეს დანაკლისი "ლივერპულის" თამაშის ხარისხზე არ აისახოს. მიუხედავად ამისა, მოსკოველებს საკუთარი ფორვარდის მარტივად დათმობა არ სურთ და მინიმუმ 25 მილიონ ევროს ითხოვენ, რაზეც "ლივერპული", როგორც აღმოჩნდა, თანახმაა.

გარდა რუსეთის პრემიერლიგაში სტაბილური თამაშისა, პრომსს ჰოლანდიის ნაკრებშიც ხშირად იძახებენ. მან "ნარინჯისფერთა" შემადგენლობაში უკვე 14 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.


საინტერესო

  • beka10
  • 8 იანვარი 2017 19:43
ტვენტეშიც ძალიან მაგარი იყო პრომსი
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით