"ტორინოს" მტკიცე უარი "არსენალს"

8-01-2017, 19:51

ლონდონის "არსენალის" მთავარი სამიზნე მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის მსვლელობისას იტალიური "ტორინოს" თავდამსხმელი ანდრეა ბელოტია. ცოტა ხნის წინ "მეთოფეებმა" იტალიურ მხარეს ოფიციალურად წინადადებით მიმართეს, თუმცა სარფიანი შეთავაზების მიუხედავად, "ტორინომ" ფეხბურთელის გასხვისება იუარა.

ბრიტანული სპორტული პრესის ინფორმაციით, "არსენალმა" ტურინელებს ბელოტის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარყოფითმა პასუხმა აპენინებიდან არ დააყოვნა.

"დიახ, ჩვენ მივიღეთ სარფიანი წინადადება ინგლისიდან, თუმცა ბელოტი შეუფასებელია, ის უბრალოდ არ იყიდება". - განაცხადა "ტორინოს" სპორტულმა დირექტორმა.

"არსენალს" შეტევის ხაზის გაძლიერება განსაკუთრებით მას შემდეგ დაუდგა დღის წესრიგში, რაც ალექსის სანჩესის გუნდიდან წასვლის საკითხი დაისვა. რაც შეეხება ბელოტის, მიმდინარე სეზონში მან იტალიის ჩემპიონატის 16 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა.


საინტერესო

  • beka10
  • 8 იანვარი 2017 19:51
სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით