დრაქსლერმა სადებიუტო მატჩში გაიტანა (ვიდეო)

8-01-2017, 21:31

გუშინ გაიმართა საფრანგეთის თასის 1/32 ფინალური ეტაპის მატჩები, მათ შორის შეხვედრა "პსჟ"-სა და "ბასტიას" შორის. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 7-0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ პარიზელთა რიგებში სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა გუნდის ახალწვეულმა ჯულიან დრაქსლერმა. 23 წლის გერმანელი მატჩის 58-ე წუთზე შემოვიდა რაბიოს ნაცვლად და სულ რაღაც ნახევარ საათში თავისი პირველი გოლიც გაიტანა "პსჟ"-ს მაისურით.

შეგახსენებთ, რომ დრაქსლერი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე შეუერთდა ფრანგულ გუნდს, გერმანული "ვოლფსბურგიდან".

იხილეთ ვიდეო:

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით