"რეალისა" და "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა ჩინეთში აღმოჩნდეს

8-01-2017, 23:34

მადრიდის "რეალისა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი, პორტუგალიელი რიკარდო კარვალიუ შესაძლოა ჩინეთის სუპერლიგაში აღმოჩნდეს. 38 წლის მცველით "შანხაია" დაინტერესებული და მზადაა ევროპელთან კონტრაქტი უახლოეს მომავალში გააფორმოს.

კარვალიუ უკვე აზიაშია და გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში იღებს მონაწოლეობას, თუმცა ოფიციალურად გუნდის ფეხბურთელი ჯერ კიდევ არაა. სავარაუდოა, რომ მხარეები შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწევენ და სეზონის დაწყებისთვის კარვალიუ "შანხაის" ფორმას მოიგებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სუპერლიგაში უკვე გადავიდნენ ბრაზილიელი ოსკარი და არგენტინელი კარლოს ტევესი. ეს უკანასკნელი აზიაში გადაბარგების შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.


საინტერესო

  • beka10
  • 8 იანვარი 2017 23:34
ერთ დროს ძალიან სანდო მცველი
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით