რიბერი, შვაინშტაიგერი, ტურე და ტოტი ერთ გუნდში?

9-01-2017, 00:52

ბრაზილიის ჩემპიონატის ბინადარ "სანტოსს" ძალიან ამბიცური გეგმა აქვს. როგორც გუნდის პრეზიდენტმა დოლივარ ჯუნიორმა განაცხადა, მის გუნდს თავის დროზე ევროპაში ბრწყინვალედ მოთამაშე 4 ფეხბურთელის გადაბირება სურს.

პრეზიდენტის განცხადებით, სრულად რეალურია "სანტოსმა" ბასტიან შვაინშტაიგერი, ფრენკ რიბერი, ია ია ტურე და ფრანჩესკო ტოტი ერთდროულად წაიყვანოს. ჯუნიორი თვლის, რომ ეს შესანიშნავი მარკეტინგული სვლა იქნება, რომელიც გუნდის პოპულარობას მთლიანად სამხრეთ ამერიკის მასშტაბით ძალიან გაზრდის. 

ამ მომენტისთვის ოთხივე ფეხბურთელი ასაკშია და ევროპაში, საკუთარ გუნდებში სტაბილურად თამაშს ვერ ახერხებს.

საინტერესო

  • lahm16
  • 9 იანვარი 2017 01:05
რიბერი არსად არ წავა imp
villareali ifens
  • lahm16
  • 9 იანვარი 2017 02:03
ტოტი რომას არ დატოვებს, რიბერი ბაიერნს მიტუმეტეს ამ წელს :)
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით