პიკე: "ყოველ კვირას მსგავსი რამ ხდება"

9-01-2017, 12:39

"ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ხერარდ პიკემ "ვილიარეალთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა და უკმაყოფილება ვერ დამალა.

გუშინ ლა ლიგის მე-17 ტურის შეხვედრა "ყვითელ წყალქვეშა ნავსა" და "ბარსელონას" შორის გაიმართა, სადაც გუნდები ერთ ქულას დასჯერდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ვილანუევა უძღვებოდა, თუმცა, არც ისე კარგად. მთავარმა არბიტრმა მატჩის სადავეები ხელში ვერ აიღო და ბევრი შეცდომაც დაუშვა. ამას კი ფეხბურთელების მხრიდან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

"ჩვენ ვნახეთ თუ როგორ მოხვდა ბრუნოს ორჯერ საჯარიმოში, თუმცა არც ერთ შემთხვევაში პენალტი არ დანიშნულად. დიახ, ვაღიარებ, რომ ხელით მაშერანომაც ითამაშა.

მსაჯები? ყველაფერი ნათელია. ყოველ კვირას არბიტრი იმის მიზეზს გაძლევს, რომ ილაპარაკო. თქვენ კარგად დაინახეთ რა ხდებოდა დღეს, ამიტომ არაფრის დამატება არაა საჭირო.

ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ვილიარეალმა", მაგრამ გამარჯვებას ვერ მივაღწიეთ.

პიკემ ასევე ჩემპიონატის შანსებზე ისაუბრა:

ჩვენ ჩემპიონობა ჯერ არ დაგვიკარგავს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად მივაღწიოთ გამარჯვებას, მაგრამ მანამდე რაღაცები უნდა შევცვალოთ." - განაცხადა პიკემ.


საინტერესო

midi pique bolomde miaweqi :3
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით