მოურინიო: "რეშფორს შეუძლია გახდეს..."

9-01-2017, 12:49

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კლუბის ახალგაზრდა ფორვარდი, მარკუს რეშფორდი შეაქო.

შაბათს FA თასის დაპირისპირება გაიმართა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "რედინგს" შორის, სადაც წითელმა ეშმაკებმა მეტოქე გაანადგურეს. აღნიშნულ შეხვედრაში, დუბლის შესრულება ახაგალზრდა ინგლისელმა ფორვარდმა, მარკუს რეშფორმა მოახერხა.

"ჯერ რეშფორდი მხოლოდ 19 წლისაა. თუ ის "მანჩესტერ იუნაიტედში" კარიერის ბოლომდე ითამაშებს, ერთ დღეს შესაძლებელია კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. ამაზვე მიზეზით გაიტანა რუნიმ ყველაზე მეტი." - განაცხადა მოურინიომ.

რეშფორდის დებიუტი "წითლებში" გასული წლის თებერვალში შედგა, რის შემდეგადაც 19 წლის შემტევმა 14 გოლის გატანა მოახერხა.


საინტერესო

vnaxot, vnaxot, jer dzalian adrea amaze saubari.
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით